
29.01.2008: ევრო კომისარი ბატონი ანდრე პიბალგი აჯილდოვებს მოდელს (ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული, 2008 წელი)
პროექტი მოდელი 1–ის ფარგლებში, რომელიც განხოციელდა ენერგიის გონივრულად მოხმარების ევროპული პროგრამის მხარდაჭერით. მოდელის ორი საკონკურსო პრემია დაწესდა იმისათვის, რომ გამოევლინათ და დაეჯილდოვებინათ საუკეთესო მოდელი პილოტ ქალაქების მიღწევები.
2008-09 წლებში შეიკრიბა დამოუკიდებელი ჟიური, რათა განეხილათ და შეფასებინათ წარმოდგენილი საუკეთესო განცხადებები.
შეფასების კრიტერიუმები შეიცავდა მოდელის ზოგადი ჩარჩო მეთოდოლოგიის სამ მნიშვნელოვან საკითხს:
ხარისხიანი ენერგომენეჯმენტის სისტემის შექმნა;
სამიზნე მუნციპალური ენერგეტიკული პროგრამების/სამოქმედო გეგმის/საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ენერგიის გონივრულად გამოყენების მუნიციპალური დღეების ორგანიზება.
ჟიურიმ გადაწყვიტა დაეჯილდოვებინა შემდეგი ქალაქები:
1-ლი ადგილი მიენიჭა ბულგარეთის ქალაქ დობრიჩს
მე-2 ადგილი მიენიჭა რუმინეთის ქალაქ ბრასოვს
მე-3 ადგილი მიენიჭა სლოვენიის ქალაქ ველენჟს
სლოვენიის ქ. სანკოვას მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრისათვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გამო

2009 წლის ჟიურის პრეზიდენტმა, ბულგარეთის ქალაქ გაბროვოს ვიცე მერმა ბატონმა დობრინ სავჩევმა, 2010 წლის 24 მარტს ბრუსელში ჩატარებული ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიალის დროს გადასცა პრიზები გამარჯვებულებს.
პირველი მოდელის საკონკურსო პრემია გადაეცათ ორი კატეგორიის მიხედვით:
საუკეთესო ენერგომენეჯმენტი
საუკეთესო «ენერგიის გონივრულად მოხმარების მუნიციპალური დღე»

ჟიურიმ გადაწყვიტა დაეჯილდოვებინა შემდეგი ქალაქები:
“საუკეთესო ენერგომენეჯმენტის კატეგორიაში” ორი ქალაქი
1-ლი ადგილი ქალაქ კოპრივნიცე (ჩეხეთის რესპუბლიკა)
მე-2 ადილი ქალაქი ველნეჟე (სლოვაკეთი)
ოთხი ქალაქი საუკეთესო “ენერგიის გონივრულად გამოყენების მუნიციპალური დღეების” ორგანიზების კატეგორიაში:
1-ლი ადგილი ქალაქი ლომ (ბულგარეთი)
მე-2 ადგილი ქალაქი ბრასოვი (რუმინეთი)
მე-3 ადგილი ქალაქი ბაია მარე (რუმინეთი)
მე-4 ადგილი ქალაქი ვალკა (ლატვია)
ამას გარდა, ჟიურიმ გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური ჯილდო - კატეგორია « საუკეთესო საპილოტო ქალაქი 2008«, რათა დაეჯილდოვებინა ქალაქი გაბროვო (ბულგარეთი) და რადგანაც ამ ქალაქს მიღწევები ქონდა ორივე კატეგორიაში, და ქალაქმა თავი გამოავლინა საუკეთესო შედეგებით.

2009 წლის ჟიურის პრეზიდენმა და ასევე ლეცესტერის ქალაქის საბჭოს წევრმა ბატონმა მიხეილ კუკმა 2009 წლის 9 თებერვალს, ბრუსელში ჩატარებული ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიალის დროს გადასცა პრიზები გამარჯვებულებს.